spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკია ბარბაქაძე – მთლად ჯარის იმედზეც არ იყო პუტინი უკრაინაში, მაგრამ ეს გეგმა ჩაეშალა

მთლად ჯარის იმედზეც არ იყო პუტინი უკრაინაში, მაგრამ ეს გეგმა ჩაეშალა, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა, პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, 5 მილიარდი დოლარი,  რომელიც რუსეთის ფედერალურმა  უსაფრთხოების სამსახურმა დახარჯა უკრაინაში, განკუთვნილი იყო პოლიტიკური ელიტის მოსყიდვისთვის. 

 

“მთლად ჯარის იმედზეც არ იყო პუტინი უკრაინაში, მაგრამ ეს გეგმა ჩაეშალა. არ არის პუტინი ის პოლიტიკოსი, 22 წელია ხელისუფლებაშია, რომელსაც ინფორმაცია არ აქვს თავისი ჯარის რეალურ შესაძლებლობაზე. მას სხვა რაღაცის იმედი ჰქონდა – ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს 5 მილიარდი დოლარი,  რომელიც რუსეთის ფედერალურმა  უსაფრთხოების სამსახურმა დახარჯა უკრაინაში, იყო პოლიტიკური ელიტის მოსყიდვისთვის, თავდაცვის სამინისტროს ძალოვანი სისტემების მაღალჩინოსნების მოსყიდვისთვის, ეს იყო ქალაქების მერების მოსყიდვისთვის, ეს იყო პროპაგანდისტური მუშაობისთვის რუსეთის სასარგებლოდ. მის მიზანს მოსახლეობაში პრორუსული განწყობების შექმნა წარმოადგენდა და ამაში თავისი როლი აქვს რუსულ მართლმადიდებულურ ეკლესიასაც. 

 

ამ გეგმის მთავარი ნაწილს წარმოადგენს ზელენსკის გარემოცვიდან ინფორმაციის მიღება, სპეცოპერაციის ჩამატება, ლიკვიდაცია ზელენსკის და მისი ოჯახის, რათა  მას შეძლებოდა მარიონეტული ხელისუფლება დაესვა. ეს არის ფაქტობრივად, ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც ამზადებდა ნიადაგს,  რომ ნაკლები სისხლით და ნაკლები ძალისხმევით  რუსეთის შეიარაღაბულ ძალებს მთლიანად მოეხდინა მორღვევა სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და მოექცია ეს სახელმწიფო თავის გავლენის ქვეშ. ამ ომის საფარველს ქვეშ მას ექნებოდა წინააღმდეგობის ლიდერების გაწყვეტის საშუალება, მაგრამ ეს გეგმა ერთმა ადამიანმა ჩაუშალა“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები