spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკო მინაშვილი – ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ რეფორმებზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, შეცდომებზე, აქვთ ირონიული დამოკიდებულება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკო მინაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და მართლმსაჯულების გამოწვევებზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის  მდგომარეობაზე ისაუბრეს.

 

“ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა, ქვეყანაში კრიზისი იყოს დაძლეული, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და შურისძიება. ცხადია, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაადამიანური მოპყრობის, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნილი და შურისძიების მსხვერპლი.ვხედავთ ჩვენი პარტნიორების ძალიან მწვავე და კრიტიკულ დამოკიდებულებას ბოლო პერიდოში. ბოლო განცხადება იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის და ამაზე ხელისუფლების პასუხი, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ რეფორმებზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, თავის შეცდომებზე, მათ აქვთ ირონიული დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში, ეს მათვე დააზიანებს პოლიტიკურად”, – განაცხადა მინაშვილმა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები