spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალან გაგლოევი – ამაყი ვარ ხალხის არჩევნით და იმით, რომ ანატოლი ბიბილოვმა შედეგები აღიარა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ „რესპუბლიკის ხალხის არჩევანით ამაყია, ასევე იმით, რომ მისმა კონკურენტმა მეორე ტურში, ანატოლი ბიბილოვმა არჩევნების შედეგები აღიარა“.

 

“სიამაყის გრძნობა მაქვს ხალხის მიმართ, იმით, რომ ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და იმიტომ, რომ ანატოლი ბიბილოვმა აღიარა არჩევნების შედეგები. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, – განაცხადა გაგლოევმა.

 

“ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს”, – აღნიშნა მან.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, ალან გაგლოევს 59,21% აქვს, ანატოლი ბიბილოვს კი ხმების 37%. ბიბილოვმა გაგლოევს გამარჯვება უკვე მიულოცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები