spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალბერტ სარქისოვი – 200-200 ლარი გაიცა პრემიები, ჩემ გარდა, ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, მეც გამაგდებენ

თბილსერვისის თანამშრომლის ალბერტ სარქისოვის თქმით, პროტესტში მონაწილეობისა და სამსახურიდან გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძისადმი სოლიდარობის გამო მერიამ ის ფულადი ჯილდო არ ჩაურიცხა, რაც ყველა მომუშავემ მიიღო.

 

“მთელ დასუფთავებაში 200-200 ლარი გაიცა პრემიები, ჩემ გარდა. იკასთან ერთად გადაღებაზე ვიყავი და აქციაში თანამშრომლებთან ერთად. სხვას არავის შეეხო. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, მეც გამაგდებენ. მე ირაკლი ბაღდავაძის გვერდით ვარ”, – აცხადებს სარქისოვი.

 

ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მეექვსე დღეა, შიმშილობს. 

 

მისი თქმით, ის დასუფთავების სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები