spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ამერიკელი პროდიუსერისა და მსახიობის ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

ადვოკატების თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოო დადასტურებაა იმისა, რასაც ბოლდუინი და მისი ადვოკატები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს იყო საზარელი ტრაგედია, თუმცა მსახიობს დანაშაული არ ჩაუდენია.

2021 წლის 22 ოქტომბერს გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი დაშავდა. სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ მიმდინარე წლის ივლისში ცნო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები