spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – ჩემს თავზე მეტი ვილაპარაკე დანარჩენ პოლიტპატიმრებზე

ვესაუბრე ჩემს ამბავზე, როგორ დაიწყო ჩემი დაკავება, ცემა-ტყეპა, წაყვანა და მერე რა ხდებოდა. ასევე, ჩემს თავზე მეტი ვილაპარაკე დანარჩენ პოლიტპატიმრებზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ასევე სხვა დაკავებულების შესახებაც ესაუბრა და ინფორმაცია მიაწოდა.

“ვესაუბრე ჩემს ამბავზე, როგორ დაიწყო ჩემი დაკავება, ცემა-ტყეპა, წაყვანა და მერე რა ხდებოდა. ასევე, ჩემს თავზე მეტი ვილაპარაკე დანარჩენ პოლიტპატიმრებზე. ავუხსენი, რომ პოლიტიკოსი ვარ, ჩემი სახელი და გვარი ცნობილია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები გაცილებით სასტიკად ნაცემები და ნაწამები არიან. მათ სისხლის სამართლის ბრალი აქვთ წარდგენილი.

ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და ძალიან გულისყურით მისმენდნენ. თქვეს, რომ მათ, რაც შეუძლიათ და არ შეუძლიათ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ადამიანები დაიხსნან პოლიტიკური ტყვეობიდან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები