spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვიყავით, მძიმე ღამე გველის, თუმცა ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ

ის, რაც გამოგვიცხადეს, არის გამოცხადება და არა რეალური შედეგი. სასურველი შედეგად გამოგვიცხადეს, რაც ჩვენს მრისხანებას იწვევს და ეს არის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე ღამეა მოსალოდნელი, თუმცა, ამისთვის „ძლიერი საქართველო“ მზად იყო.

“ის, რაც გამოგვიცხადეს, ეს არის გამოცხადება და არა რეალური შედეგი. სასურველი შედეგი გამოგვიცხადეს, რაც ჩვენს მრისხანებას იწვევს და ეს არის შეურაცხყოფა. მთელი ეს პროცესი იყო შეურაცხმყოფელი. ჩვენ ვუყურებდით ძალადობას, ზეწოლას, დაშინებას, მოსყიდვას, ბიულეტენების ჩაყრას, რომელიც გვეგონა, რომ ამოღებული იქნებოდა პრაქტიკიდან, შესაბამისად, ამ შედეგს ვერ ვუწოდებთ სამართლიანს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური კოალიცია, მთელი ღამის განმავლობაში, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ხმა. ჩვენ ვიბრძვით საჩივრების მეშვეობით იმისთვის, რომ დავადასტუროთ, რომ ეს შედეგები არის ძალიან აცდენილი რეალობას. ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვიყავით, მძიმე ღამე გველის, თუმცა ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები