spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – გამჭვირვალობა თუ უნდათ, ღარიბაშვილის ქონება შეისწავლონ, ასი ათასიანი საათები ციდან ჩამოვარდა თუ წერომ მიუტანა

კანონში რომ ეწეროს, თავი რუსეთისგან უნდა დავიცვათ, მხარს დავუჭერდი. ეს არის რუსეთის კარნახით მომზადებული ინიციატივა, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნებას” თუ გამჭვირვალობა სურს, ღარიბაშვილის ქონება უნდა შეამოწმოს.

 

“აღმოჩნდა, რომ ” ქართული ოცნებისთვის” ამერიკა და ევროკავშირი მტრები არიან, ამერიკული და ევროპული ფონდების დაბლოკვა უნდათ, ამიტომ არის ეს კანონი რუსული. 

 

კანონში რომ ეწეროს, თავი რუსეთისგან უნდა დავიცვათ, მხარს დავუჭერდი. ეს არის რუსეთის კარნახით მომზადებული ინიციატივა. თურმე, ამდენი ხანია, ქვეყანაში შავი ფული მოდის და არავინ იცოდა, შავი ფულით წალეკილი ვართ, შევარდნაძესაც ეძინა, სააკაშვილსაც და აგერ 12 წელია, ეს ფული შემოდის. პაპუაშვილი 17 წელი გერმანულ ფონდში მუშაობდა, რომელიც ფულებს იქით ანაწილებდა. ე.ი.  17 წელი აგენტები იყვნენ, ქვეყანას აქცევდნენ, 30 წელი შავი ფული შემოდიოდა, არ იცოდნენ და ჰოპ, მდინარაძემ გაიღვიძა და დაფაცურდა. ასეთი ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ. გამჭვირვალობა თუ უნდათ, ღარიბაშვილის ქონება შეისწავლონ, ასი ათასიანი საათები ციდან ჩამოვარდა თუ წერომ მიუტანა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები