მე დავდივარ ფეხით, სადმე ვინმე რომ შემხვდება, ისეთ გამოხატვის თავისუფლებას ჩავუტარებ, მოენატრებათ. ვენაცვალე გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” შიშით პარლამენტში გვირაბებით შედის.
“მე დავდივარ ფეხით, სადმე ვინმე რომ შემხვდება, ისეთ გამოხატვის თავისუფლებას ჩავუტარებ, რომ მოენატრებათ. ვენაცვალე გამოხატვის თავისუფლებას. გვირაბებით შედიან პარლამენტში და გვირაბებით გამოდიან, თავს ვერ ყოფენ, სად დადიან. მე დავდივარ ფეხით, მეტროთი და ავტობუსით და ერთი “ქოცი” ვერ ვნახე. ხელისუფლება ჰქვიათ და მარტო იქ აქვთ დიდი გული, ჯარით შემორტყმულ შენობაში. ერთხელ წავიდნენ რესტორანში და კი ჭამეს კარგი პური. ეს მართლა დეგრადირებულები. სოზარ სუბარი ამბობს კვერცხების სროლაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებაა ესო. სარკეში ჩაიხედონ, რას დაემსგავსა ან ეგ და ან სხვები”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.