46 წლის ბიჭი ვარ, მეც მეშინია, მაგრამ ენაცვალოს საქართველოს ჩემი სიცოცხლე. თუ საჭიროა, რომ მოვკვდე ამ დღეებში, მე მზად ვარ მოვკვდე. არ დავიხევ უკან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე დაელაპარაკება.
“ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რამდენიმე რამ – არავინ არ აპირებს აღიაროს მამაძაღლურად ჩატარებული არჩევნების შედეგები. მოთხოვნები არის ძალიან მკაფიო, ერთი – არავინ პარლამენტში არ შევა და მეორე – არ ვაღიარებთ არჩევნებს და მესამე – ვითხოვთ, გაიხსნას სიები 24 საათში. დაუყოვნებლივი გამოძიება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.
ერთადერთ რამეზე დაველაპარაკებით ამ ხელისუფლებას – სწრაფად ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მაგრამ უცხოური საერთაშორისო ადმინისტრირებით და არა ხმის ქურდების ადმინისტრირებით.
46 წლის ბიჭი ვარ, მეც მეშინია, მაგრამ ენაცვალოს საქართველოს ჩემი სიცოცხლე. თუ საჭიროა, რომ მოვკვდე ამ დღეებში, მე მზად ვარ მოვკვდე. არ დავიხევ უკან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.