spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – ფაქტია, რომ დღეს არ დამიჭირეს, 6 თებერვალს იქნება მომდევნო სხდომა

ვიღაცა ქეციან, ოხერ, კაციშვილმა რომ არ იცის, ალი ბაბაევი ვინ არის, იმას, რომ შემოვცხე იმიტომ, რომ რამდენჯერმე შემაგინა, საქმე აღძრეს პოლიტიკური დევნით, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება.

“ფაქტია, რომ დღეს არ დამიჭირეს. 3-წლიანი მუხლით არის ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრული, 6 თებერვალს იქნება მომდევნო სხდომა.

აბსოლუტურად აბსურდული მუხლი მაქვს წაყენებული – პოლიტიკური დევნის. გიორგი გახარიას, პრემიერი რომ იყო და 5 კაცი ურტყამდა, არ აღძრეს საქმე პოლიტიკური დევნით, მაგრამ მე, რომ ვიღაცა ქეციან, ოხერ, კაციშვილმა რომ არ იცის, ალი ბაბაევი ვინ არის, იმას, რომ შემოვცხე იმიტომ, რომ რამდენჯერმე შემაგინა, აღძრეს პოლიტიკური დევნით”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავებიან, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები