spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – ცესკოს 21 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ გამოაცხადოს არჩევნების შედეგები და არაფრით არ უნდა გაბედოს ამის გამოცხადება

გასაგებია, რომ ყველა გაბრაზებული და გაცოფებულია და როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ გინდა, რომ ვიღაცაზე ხელი შეიწმინდო და ვიღაცას გინდა წიხლები მიაყოლო, ასე აღმოვჩნდით ოპოზიციაც, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკოს 21 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ გამოაცხადოს არჩევნების შედეგები და არაფრით არ უნდა გაბედოს ამის გამოცხადება.

“გასაგებია, რომ ყველა გაბრაზებული და გაცოფებულია და როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ გინდა, რომ ვიღაცაზე ხელი შეიწმინდო და ვიღაცას გინდა წიხლები მიაყოლო, ასე აღმოვჩნდით ოპოზიციაც. მე მაინც ყველასი მესმის, ეს ნორმალური ამბავია. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ძლივს ვპოულობდით დამკვირვებლებს და ვისაც ვპოულობდით ყველა შეაშინეს და მოისყიდეს. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ პრობლემური იქნებოდა ეთნიკური უმცირესობის რეგიონები, ვიცოდით, რომ იქ წავიდოდა აღვირახსნილი გაყალბებები, მაგრამ ფიზიკურად ვერაფერს დავუპირისპირებდით ამ ქმედებებს. 2020 წლის ამბავს რომ შევადაროთ, მაშინ უცხოელები ჩვენგან პირდაპირ ითხოვდნენ პარლამენტში შესვლას, ახლა მტკიცებულებები თავზესაყრელია, აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე 2020 წელს. ცესკოს 21 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ გამოაცხადოს არჩევნების შედეგები, ყოფის დღე უნდა ვუტიროთ ცესკოს, არაფრით არ უნდა გაბედოს ამის გამოცხადება და უნდა დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები