spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ალეკო ელისაშვილი – უფრო მეტი კოორდინაცია გვჭირდება

“მეგობარ აქტში” წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ კურსს დაუბრუნდება, რომელსაც 30 წელი ედგა, უვიზო მიმოსვლა იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთანო, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციურ ერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უფრო მეტი და მჭიდრო კოორდინაციაა საჭირო.

“მეგობარ აქტში” მარტო სანქციებზე კი არ წერია, იქ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ კურსს დაუბრუნდება, რომელსაც 30 წელი ედგა, უვიზო მიმოსვლა იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთანო. იმ აქტში სამხედრო დაფინანსების ზრდა წერია, თავისუფალი ვაჭრობა წერია. ამ აქტში ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის იმდენი ხეირი წერია.

რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, უფრო მეტი კოორდინაცია გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილის გარშემო ოთხი ბარიერგადალახული პარტიის უფრო მჭიდრო კოორდინაცია არის საჭირო და რაც საჭიროა, მე ყველაფერს გავაკეთებ, ამისთვის მზად ვარ. რაც შეეხება ამბიციებს, მე ერთადერთი, რაც ახლა მამოძრავებს, არის ის, რომ ეს მოღალატეები უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან და შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომელიც სწორ გზაზე დააყენებს საქართველოს. ამ ინსტიტუციებში შევიყვანდი სახალხო დამცველს ისეთსაც, რომელიც თავის უფლებამოსილებას პირნათლად გაართმევდა თავს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები