spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – ვაპირებ, დავწერო საჩივარი, მოლოდინი არ მაქვს, რომ ვინმეს დასჯიან

ვაპირებ, დავწერო საჩივარი, მოლოდინი არ მაქვს, რომ ვინმეს დასჯიან, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

“მიუხედავად დაზიანებებისა, მიუხედავად იმისა, რომ ნეკნი მაქვს ჩამტვრეული, სახეზეც მეტყობა, ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია რომ ვარ, ისე მაქვს დაბერილი ტუჩები, ვარ მხნედ, შეუპოვრად. ჩემი პირადი რეკორდი მოვხსენი, სამ დღეში ორჯერ გავილახე, მაგრამ იმაზე მეტი შემართება მაქვს, ვიდრე მქონდა. პოლიციელებსაც და ზოგადად, ფორმიანებს პატივს ვცემ, მათ ეს იციან, მაგრამ ძიძგილაობის დროს რამდენიმე პოლიციელი იყო ძალიან აგრესიული. ჩემდამი განსაკუთრებული, პერსონალური აგრესიით გამოირჩეოდა ვაჟა სირაძე. რამდენიმე წუთში დაიძახა, შეითრიეთო და შემისრუტეს წამის მეასედში. ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პირდაპირ პოლიციელების კორდონის ქვემოთ და ვისაც არ ეზარებოდა, მუხლებს, წიხლებს მირტყამდა. ერთადერთი, ბათინკებს ვხედავდი, თავში რომ მხვდებოდა. დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წამში შემიყვანეს იქ, ცხარე კამათი მქონდა ანზორ ჩუბინიძესთან, რომელიც კანცელარიის ფოიეში დავინახე. ამის შემდეგ წამიყვანეს დიდუბის პოლიციაში, დამათვალიერეს ყველგან, დაზიანებები მაქვს, კარგი ნაბეგვი ვარ. პარლამენტის სისხლჩაქცევები ცალკე მაქვს, კანცელარიის ცალკე, ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა გავილახო და იმის ანაბეჭდებიც მექნება. იქ ლევან იოსელიანიც მოვიდა, ოქმი შეადგინეს, რომ იმუნიტეტი მიცავდა და ამიტომ, ეს გარიდება იყო და არა დაკავება. ამის შემდეგ წავედი ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც აღმოჩნდა, რომ მესამე ნეკნი მაქვს გატეხილი.

 

პოლიციელის გულშიც ჩვეულებრივი ქართული გული ძგერს. როგორც კი ეპიცენტრს გამომარიდეს, დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და ჩუმად მითხრეს, – გენაცვალე მარჯვენაშიო. როგორც ჩანს, ის მუშტი სხვებმაც იგრძნეს თავის სახეზე და გადაწყვიტეს, მდინარაძის მაგივრად, პასუხი გაეცათ. სხვანაირად ასეთი აგრესია არ უნდა წამოსულიყო. ვაპირებ, დავწერო საჩივარი. მოლოდინი არ მაქვს, რომ ვინმეს დასჯიან, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, ეს საზიზღარი რუსული კანონი არ გავატანინოთ, წინააღმდეგობა, ბრძოლა გავაგრძელოთ. ერთი ნეკნი ჩამემტვრა, დანარჩენი ნეკნები მთელი მაქვს, ასე რომ, ბრძოლა წინაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები