“ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა “ვივამედში” დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ელისაშვილს დაკავების დროს აქვს ფიზიკური დაზიანებები მიღებული სახისა და ზურგის არეში.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა.