კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ალი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უჩივლა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვიდეომტკიცებულებებში, რომელიც საგამოძიებო უწყებას საჩივართან ერთად წარუდგინა ჩანს, რომ მას ალი ბაბაევი თავის არეში რკინის საგანს უქნევს.
“მივდიოდი, რკინის ჯოხით გამომეკიდა. ვიღაც ბიჭი ფანჯრებს წმენდდა და იმას წაართვა ჯოხი, ვიღაც ქალს რომ არ ეკივლა გადამიხსნიდა თავს, კადრებში ჩანს კიდეც რა გამეტებით მომიქნია. ყურს არ იბერტყავს გამოძიება. აქაც რომ მოვედით, რა თქმა უნდა, იმის იმედი არ გვაქვს, რომ დაფაცურდებიან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ. ახლა 6-ში გვაქვს სასამართლო, წესით, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ალი ბაბაევის წინააღმდეგ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჩემი მკვლელობის მცდელობით და არა ჩემს წინააღმდეგ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე 4 დეკემბერს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე ელისაშვილი პატიმრობიდან 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.