spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალენ ბერსე – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ეხებოდა საქართველოში არსებულ ვითარებას, ამ მდგომარეობის განვითარებას ბოლო თვის განმავლობაში

ჩვენ ოთხშაბათს გვქონდა შეხვედრა. ეს შეხვედრა ეხებოდა საქართველოში არსებულ ვითარებას, ამ მდგომარეობის განვითარებას ბოლო თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა  მდივანმა ალენ ბერსემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილთან ის საკითხებიც განიხილა, რაც საქართველოში და ასევე, რეგიონში არსებობს.

“ჩვენ ოთხშაბათს გვქონდა შეხვედრა. იმავე ელემენტებს ეხებოდა ეს შეხვედრა, რასაც სხვა შეხვედრები – საქართველოში არსებულ ვითარებას, ამ მდგომარეობის განვითარებას ბოლო თვის განმავლობაში. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ყოფნა ევროპულ ოჯახში, ასევე არსებულ ვალდებულებებზე, რეალობაზე, ყველა მხარის პასუხისმგებლობაზე, მათ შორის, ჩვენი – ევროპის საბჭოსი, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე გააგრძელოს სიარული.

ძირითადად, ეს იყო ჩვენი საუბრის თემატიკა. რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები და პრობლემები არსებობს, რაც რეგიონშია საქართველოშიც იგივეა. ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვა. ბატონ ივანიშვილთანაც ზუსტად ამ კონტექსტში გვქონდა საუბარი.

მე რომ დავბრუნდები სტრასბურგში, საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა ევროპულ სახელმწიფოს, ევროკავშირს, სხვა ყველა პარტნიორს ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ევროპის საბჭოს გენერალური  მდივანი ალენ ბერსე საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები