ფინეთი ქართველების გვერდით დგას. სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მოქალაქეების პროტესტი არ უნდა იყოს ჩახშობილი.
როგორც სტუბი აცხადებს, ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
“პარტია “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. სახალხო პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა იყოს ჩახშობილი. ფინეთი ქართველების გვერდით დგას”, – წერს ალექსანდერ სტუბი.