spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრ სირსკი – მტერი ბახმუტში ე.წ. “სირიულ”, გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე გადავიდა

ბახმუტში ვითარება კვლავ რთული, მაგრამ კონტროლირებადია, მტერი ე.წ. “სირიულ”, გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე გადავიდა, ცეცხლით ანადგურებს შენობებს და პოზიციებს, – ამის შესახებ აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა თავიანთი ქმედებებით ამოწურეს “ვაგნერელები”, ამიტომ მტერი ახლა იძულებულია ჩართოს სპეცრაზმი და საჰაერო თავდასხმის ნაწილები ბახმუტისთვის ბრძოლებში“, – განაცხადა სირსკიმ.

 

მისივე თქმით, ბრძოლა ორივე მხარეს მძიმეა.

 

“მტერი გადავიდა ეგრეთ წოდებულ “სირიულ” გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე. ისინი ანადგურებენ შენობებს და პოზიციებს საჰაერო დარტყმებითა და საარტილერიო ცეცხლით. ბახმუტის დაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი”, – განაცხადა სირსკიმ.

 

სირსკიმ ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები მოინახულა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფებისა და ჯგუფების მეთაურებისგან თავდაცვის პროგრესი და პრობლემური საკითხები მოისმინა, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს.

 

გენერალმა ადგილზე მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილებები და დაისახა დავალებები, ასევე შეხვდა სახმელეთო ჯარების, საჰაერო სადესანტო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პერსონალს, რომლებიც გმირულად ეწინააღმდეგებიან მტრის შეტევას ბახმუტის მიმართულებით.

 

სირსკიმ საუკეთესო მებრძოლები ჯილდოებით, ღირებული საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები