შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 5 ივლისის საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ზურაბ მახარაძესა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალდება წარუდგინონ.
“მე რაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს კონკრეტულ პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს”, – აცხადებს დარახველიძე.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს პროკურატურას მიმართა, რომ 5 ივლისის საქმეზე ზურაბ მახარაძისა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყოს.