spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე დარახველიძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან, კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა.

 

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქეთევან ციხელაშვილი.

 

“ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სათანადო და ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებს.

 

ეუთოს უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა სამინისტროში გატარებული რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულ სახელმწიფოებს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

 

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კაირატ აბდრახმანოვს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები