spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე დარახველიძე – გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას, ეს იყო ავტომობილის გაუმართაობით თუ განზრახ განხორციელებული ქმედება

გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას, ეს იყო ავტომობილის გაუმართაობით მომხდარი შემთხვევა თუ განზრახ კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელებული ქმედება, – ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

“ჩვენ მყისიერად დავიწყეთ გამოძიება, თუმცა, მე ვერ დაგეთანხმებით იმაზე, რომ ეს კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელდა. ეს არის გამოძიების პრეროგატივა. როგორც კი შეტყობინება შემოვიდა, გამოძიება დავიწყეთ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას – ეს იყო შემთხვევით და ვთქვათ, ავტომობილის გაუმართაობით მომხდარი შემთხვევა თუ ეს იყო განზრახ, კონკრეტული პირის მხრიდან ჩადენილი ქმედება. საჭიროა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ამ ფაქტს გამოიკვლევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები