spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე დარახველიძე – ლევან ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია სპეცრაზმს წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.

 

“კადრებში კარგად ჩანს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას”, – განაცხადა დარახველიძემ. 

 

ლევან ხაბეიშვილი ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

 

ექიმების განცხადებით, ხაბეიშვილის ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძვლები, დაზიანებული აქვს თვალი. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები