spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე დარახველიძე – ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა

ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორიაც გაიარა.

 

“საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა დარახველიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები