spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის – „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ – გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
 

ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტური დაცვა და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერება. მან ასევე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობას და ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საპოლიციო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთის სამმართველოს წარმომადგენელი დონჩე ბოშკოვსკი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი გვანცა ჩხაიძე.
 

ღონისძიების მიზანს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
 

შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგის კუთხით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები