spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე დარახველიძემ პროექტ – “პრომეთეუსის“ მეორე ფაზის ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „პრომეთეუსის“ (II ფაზა) ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის – “მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირისა და შენგენის ზონის მიმართულებით – მრავალსექტორული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის, მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის რეგულირების მიზნით”, გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირთან/შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს არალეგალური მიგრაციისა და უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნის შემცირების მიმართულებით.
 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, გაეროს მუდმივი კოორდინატორი, ევროკავშირის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
 

ღონისძიების თემატური პანელები დაეთმო საზღვრის მართვის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების უწყებებთან, ასევე, ევროპოლთან (EUROPOL) და ფრონტექსთან (FRONTEX), რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად წარმართვაში.
 

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ავსტრიის და შვეიცარიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის გატარებული ღონისძიებების შედეგების გაცნობას და სამომავლო ნაბიჯებზე რეკომენდაციების შემუშავებას.

 
პროექტი “პრომეთეუსი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით 2022 წლიდან ხორციელდება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მისი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები