spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე გეჯაძე – გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის

დამკვეთი იყო გამოძიება, შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გაამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის, – ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა კითხვის პასუხად,  რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია „ტვ პირველს“, რომელიც მისი დამკვეთი იყო ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიებაში.

 

ექსპერტის მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი გახდა. 

 

“30 დეკემბრამდე 1 კვირის ინტერვალით შეთანხმებისამებრ დამიკავშირდა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების კოლეგა, ვისთან ერთადაც გამოვიკვლიეთ მიცვალებული. ხელმოუწერელი დასკვნის პროექტს გავეცანი და შევისწავლე. ჩავრთე და კონსულტაცია გავწიე “ვექტორის” ექსპერტებთან. შესაბამისად, 30 დეკემბერს მოვაწერე ხელი ამ დასკვნას. 3 იანვარს სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებას მივმართე, სადაც მოვითხოვე სრული ასლის გადმოცემა. 4 იანვარს ავიღე ხელზე დასკვნა.

 

ამ შემთხვევაში დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. დამკვეთი გამოძიება იყო. სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის – “ტვ პირველისთვის”. მე კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონდა. მე არც გამოძიების, არც “ტვ პირველის”, არც სამხარაულის, არამედ ჩემი მორალის და პროფესიონალიზმის კანონიერი ინტერესებით ვმოქმედებდი”,- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

 

“ტვ პირველის“ დამფუძნებლის  ვატო წერეთლის განცხადებით, ექსპერტი გეჯაძე „ტვ პირველმა“ დაიქირავა და მას ინფორმაცია ტელევიზიისთვის უნდა მიეწოდებინა. ამის მიუხედავად,  ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდიდან გაიგეს, რაც უჩენს ეჭვს, რომ დასკვნა მას შემდეგ წინა თარიღით მომზადდა, რაც იუნესკომ ქართველი ოპერატორი მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები