ძალიან კარგია, რომ ბატონმა ბორელმა ეს თქვა, იმიტომ რომ, ევროპამ იცის ზუსტად, რაშია საქმე და სად დგას საქართველო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაუშვებელია ის, რომ ვინმე არ მივიდეს არჩევნებზე.
“ძალიან კარგია, რომ ბატონმა ბორელმა ეს თქვა, იმიტომ რომ, ევროპამ იცის ზუსტად რაშია საქმე და სად დგას საქართველო. საქართველო დღეს დგას ავტორიტარიზმის ქვეშ და ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ანუ არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან ამ არჩევნებით ჩვენს მომავალ თაობას ვუწყვეტთ თავისუფლებას ან ვჩუქნით თავისუფლებას. არჩევანი მარტივია, ან ევროპაში კეთილდღეობა, ან სიღატაკე იზოლაციაში. ასევე, ბორელის განცხადება იყო ერთ-ერთი განცხადება ამ ბოლო დღეებში, რაც გაკეთდა და ეს არის ძალიან მძიმე”, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.