spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე კრევო-ასათიანი – ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მომგებიანი

ძალიან კარგია, რომ ერთიანობა არსებობს. საკოორდინაციო საბჭო არსებობს. ყველას უნდოდა ქვეყანაში სწრაფად დაგვეწყო ეს აქციები და ყველაფერი სწრაფი ტემპით წასულიყო, მაგრამ ახლა არის ძალიან ჭკვიანური ჭადრაკის სვლის დრო, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მომგებიანი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, დიასპორაც და დიასპორული ორგანიზაციებიც ჩაერთონ ამ ყველაფერში, რადგან ძალიან მძიმე სურათი იქნება პირველი რესპუბლიკის შთამომავლები რომ გამოვლენ და როგორც საბჭოთა დაპყრობა არ აღიარეს, ასევე 26 ოქტომბერს არ აღიარებენ.

“ძალიან კარგია, რომ ერთიანობა არსებობს. საკოორდინაციო საბჭო არსებობს. ყველას უნდოდა ქვეყანაში სწრაფად დაგვეწყო ეს აქციები და ყველაფერი სწრაფი ტემპით წასულიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში უამრავი კრიზისი გავიარეთ, რასაც მოჰყვა აქციები და ეს იყო მხოლოდ ბოლის გამოშვება, რადგან არ იყო სწორად დაგეგმილი. ასე რომ, ახლა არ არის გაბრაზების გამოხატვის დრო, ახლა არის ძალიან ჭკვიანური ჭადრაკის სვლის დრო, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მომგებიანი. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, მე შემიძლია ვისაუბრო საგარეო ველზე, თუ როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ რა გადატრიალებაც მოხდა საქართველოში, რადგან თუ არ გადავარჩენთ საქართველოს, მთელი რეგიონი ჩავარდება. ჩვენ გვინდა დიასპორაც და დიასპორული ორგანიზაციებით ჩავრთოთ ამ ყველაფერში. ძალიან მძიმე სურათი იქნება, პირველი რესპუბლიკის შთამომავლები რომ გამოვლენ და როგორც საბჭოთა დაპყრობა არ აღიარეს, ასევე 26 ოქტომბერი არ აღიარონ. მიმდინარეობს საუბრები საპარლამენტო დელეგაციებთან, რომ როგორც ბელარუსს და რუსეთს გაუკეთეს, ასევე საქართველოდანაც არ ცნონ პარლამენტის დელეგაციები. მთავარი არის ის, რომ “ქართული ოცნება“ მოხვდეს სრულ იზოლაციაში. მთლიანად უნდა მოვიშოროთ ეს “ქართული ოცნება“ და მაგაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები