თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა დატოვა.
მან იმედი გამოთქვა, რომ “უდანაშაულო ხალხს მთავრობა არ დასჯის, იმის გამო, რომ ამას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოითხოვს”.
“მიმდინარეობს ჩხრეკა, პირად მიმოწერებს ნახულობენ. ჯერ არ დასრულებულა პროცესი, გამოვედი დაკითხვიდან, რადგან გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გავდივართ. იმედია, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო არ დასჯის.
მომხდარში პასუხისმგებლები და დამნაშავეები არიან “პრაიდი” და მათი მხარდამჭერები, ვინც წააქეზა ხალხი. როდესაც 50-ათასს ადამიანთან მიხვალ და დაუძახებ პუტინისტს, კოლაბორაციონისტს და შეურაცხყოფას მიაყენებ, ბუნებრივია, ვიღაცა თავს ვერ შეიკავებს” – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.