spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს

“ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს. განათლების სისტემა  ზიანდება იმით, რომ ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში.  თქვენ თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ეს იქნება ამ თემის ირგვლივ დისკუსიის კიდევ დამატებითი ელემენტი, რომელმაც შეიძლება, ადრე თუ გვიან მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

 

დეპუტატის თქმით, ასევე  მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ უნივერსიტეტის პროფესორს ჰქონდეს სტუდენტების შეფასების უფლება და არა განათლების სამინისტროს.

 

“ვიღაცას გაუჩნდა მცდარი იდეა, რომ განათლების სამინისტრო, რაღაცნაირად უნდა ერეოდეს შეფასების სისტემაში. იმაში,  რაც, თავიდან ბოლომდე ლექტორის და პროფესორის პასუხისმგებლოობაა. პროფესორი ასწავლის, მერე ამ სწავლის შეფასება შეუძლია  და ის არის ამაზე პასუხისმეგებლი და არა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არა განათლების სამინისტრო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები