spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ჩვენი კომერციული ბანკები არიან მსოფლიო ლიდერები მოგებით და ამის საფასურია, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა

“დამიჭირეთ მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მე გამოვიძიებ და დაგანახებთ, რომ მართალი ვარ. მტკიცებულებების საფუძველზე  ვიმსჯელოთ, როგორ არ დავუშვათ ინფლაცია და ათასობით ადამიანის გაღარიბება, რომელიც ინფლაციას მოჰყვება“, – განაცხადა  პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

 

დეპუტატის თქმით, მან დღეს დაარეგისტრირა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა.

 

“42 დეპუტატისგან მაქვს, ფაქტობრივად,  თანხმობა მიღებული. ეს არის ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, როგორ დავასრულოთ ინფლაციის პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, ძალიან ბევრი ადამიანი გაღატაკდა ამის გამო და, რაც მთავარია,  ამ პრობლემას აქვს კონკრეტული მიზეზი – ეროვნული ბანკის მიერ არჩეული პოლიტიკა, რომელსაც დედოლარიზაციის პოლიტიკა ჰქვია.  კომერციული ბანკების მილიარდობით სუბსიდირება ხდება. ჩვენი კომერციული ბანკები არიან მსოფლიო ლიდერები მოგებით და ამის საფასურია, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები