spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ჩვეულებრივი, გასაგები ამბავია, ევროპარლამენტში არიან ისინი, ვინც მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს

ევროპარლამენტში უამრავი ევროპარლამენტარია განსხვავებული შეხედულებებით და იმით არის ზოგადად ღირებული, რომ სხვადასხვა პარტიების თუ პარლამენტარების აზრი არის ხოლმე გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარების ახალ რეზოლუციაში გასაკვირი არაფერია, რადგან უამრავი ევროპარლამენტარი უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.

 

“ევროპარლამენტში უამრავი ევროპარლამენტარია განსხვავებული შეხედულებებით და იმით არის ზოგადად ღირებული, რომ სხვადასხვა პარტიების თუ პარლამენტარების აზრი არის ხოლმე გათვალისწინებული და ამაში არანორმალური არაფერია. მე მგონი, პირველად არ ახსენებენ საქართველოს რეზოლუციაში. ჩვეულებრივი, გასაგები ამბავია, ევროპარლამენტში არიან ისინი, ვინც მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს.

 

როგორც ჩვენს პარლამენტში ხდება ხოლმე, რომ უმცირესობის აზრი არასდროს არ არის გათვალისწინებული და იმას აკეთებს, რასაც უმრავლესობა იტყვის – ასე არის ევროპარლამენტი”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

  
ევროპარლამენტმა ორი ახალი რეზოლუცია მიიღო, სადაც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნით, შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები