“გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტია მხარს მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას დაუჭერს.
რაქვიაშვილი უმჯობესად მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩვენებზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ.
“საბედნიეროდ, ნიკა მელიას ირგვლივ ჯერ არ მომხდარა ფართო ოპოზიციური გაერთიანება და ეს კარგია, რადგან ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ერთიანი კანდიდატი იქნებოდა სწორი არჩევანი ამ შემთხვევაში.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და მხარს დავუჭერთ მრავალფეროვნებას და იმედია, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ გაერთიანდნენ, აირჩევენ დამოუკიდებელ გზას და თავიანთ კანდიდატებს დააყენებენ”, – აცხადებს რაქვიაშვილი.