spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე რაქვიაშვილი – “ვეტინგის” იდეა არც კი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის იდეას, ეს არის რეფორმის იმიტაცია

“ვეტინგის” იდეა არც კი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის იდეას, ეს არის რეფორმის იმიტაცია, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრმად მიჰყვებიან და რეალურად, მათ არ აქვთ იდეები სასამართლოსთან მიმართებით გადასადგმელი ნაბიჯებისთვის. 

 

“ოპოზიციის ნაწილს, რომელიც “ვეტინგის” სისტემას ითხოვს, უბრალოდ, იდეები არ აქვს, რა უქნას სასამართლოს და ბრმად აჰყვა “ენჯეოშნიკებს”, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე ჩააგდეს სასამართლო რეფორმა. 

 

“ვეტინგის” იდეა არც კი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის იდეას, ეს არის რეფორმის იმიტაცია. სასამართლო,  რომ შეიცვალოს, მას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები