spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე წულაძემ სოფელ ფერსათში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

ბაღდათის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ. ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე წულაძემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

“სოფელ ფერსათის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მისი ღირებულება 4 102  778,35 ლარია.

სკოლის შენობაში, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე, სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული  და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და  რესურსოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარიული კვანძები და პანდუსი.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა  გარე მოედნის მოწყობაც.

სკოლის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრავამ.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები