spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსეი დანილოვი – თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება

როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

 

“მას შემდეგ, რაც მთიანმა ყარაბაღმა დღეს მის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, შემიძლია ვთქვა, რომ იქ მოვლენები ნამდვილად მიმდინარეობს. სომხეთი დღეს მიმართავს რუსეთის ფედერაციას, რომ დაეხმაროს ჯარით, მაგრამ მათ იქიდან ჯარები გამოიყვანეს და გასულ კვირას ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნეს. ჩვენ ვნახეთ ის კოლონები და გვესმის, რომ დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღს და სომხეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდება“, – განაცხადა დანილოვმა.

 

მისივე თქმით, იაპონიის განცხადების შემდეგ, რომ კურილის კუნძულები უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რუსეთის ფედერაციამ წვრთნები დაიწყო.

 

“იქ მყოფი ჯარისკაცების რაოდენობა მცირეა, რადგან ისინი ყველას აქ აგზავნიან“, – აღნიშნა მან.

 

“როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება”, – განაცხადა  უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

 

ამასთან, დანილოვის თქმით, „საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“.

 

“თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა”, – განაცხადა დანილოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები