spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსეი რეზნიკოვი – მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ სახელმწიფოების წრე, რომლებიც ჩვენ რეალურად გვეხმარებიან

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ომი ევროპული გახდა. 

 

“გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი გახდა ევროპული. ის, როგორც იქნა, გააცნობიერეს. უკვე ახლა ნახევარი ევროპა კრებს, ალაგებს, მოაქვს ჩვენთან იარაღი და დამცავი აღჭურვილობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ სახელმწიფოების წრე, რომლებიც ჩვენ რეალურად გვეხმარებიან. გაიზარდა მისი მასშტაბები.

 

ევროპამ უკვე მიანიჭა დროებითი თავშესაფარი ათობით ათას იმ ადამიანს, ვისი გადარჩენაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა – ჩვენს შვილებსა და მათ დედებს. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, როგორც თავისიანებს. ახლა დასავლეთით ჩვენ არ გვაქვს საზღვარი. თუმცა, მხარდაჭერა გვაქვს სამხრეთითაც, შორეულ აღმოსავლეთშიც და ატლანტიკის მიღმაც. ყველაფერი ეს უკრაინელი ხალხის დამცველთა დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა, დამორჩილებოდა გაცოფებულ ტირანს და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას“, – წერს რეზნიკოვი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები