უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთს ბელარუსში არ ჰყავს ისეთი კონტინგენტი, რომ კიევს თავს დაესხას.
“ჩვენი მონაცემებით, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების 9 000 წარმომადგენელია განლაგებული. ამას დამატებული სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა, მათ შორის სარაკეტო შეიარაღება და ა.შ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ისეთი კონტინგენტი არ ჰყავს, რომ ბელარუსის მხრიდან კიევზე თავდასხმა განახორციელონ. მაპატიეთ, მაგრამ ეს სასაცილოა, თუმცა მუქარა, დაშინება, თითქოს ალყაში მოქცევის სიტუაციის შექმნა, ეს სცენარი მუშაობს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ვარაუდობდა, რომ რომ რუსული ჯარები არ დატოვებდნენ ბელარუსს წვრთნების შემდეგ, „რადგან ისინი შორეული აღმოსავლეთიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩამოჰყავდათ ცხადია, არა იმისთვის, რომ 10-დღიანი ვარჯიშის შემდეგ უკან დაებრუნებინათ“.
მისივე თქმით, პანიკის დათესვას ემსახურება მოულოდნელი წვრთნები დნესტრისპირეთშიც, მაგრამ უკრაინა ამაზე უკვე აღარ რეაგირებს.