spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსეი რეზნიკოვი – რუსი ჯარისკაცები იქცევიან ისე, როგორც ტერორისტები და ლაჩრები, მტერმა ნამდვილი გენოციდი მოაწყო

აგრესორებმა გაანადგურეს 200-ზე მეტი უკრაინული სკოლა, 34 საავადმყოფო, 1500-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, 38 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 70-ზე მეტი დაიჭრა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

 

“დღეს მე მივმართავ არა მხოლოდ თავისუფალი სამყაროს ლიდერებს, არამედ ხალხს მთელ მსოფლიოში: ორი კვირის წინ სამყარო შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ამას ჯერ ყველა ვერ აცნობიერებს. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. რვა წლის წინ, ყირიმსა და დონბასში, მათ თქვეს „ჩვენ აქ არ ვართ“. ახლა კრემლი დემონსტრაციულად აწარმოებს ომს ჩემი ხალხის წინააღმდეგ. ეს ხდება ევროპის შუაგულში. რაკეტებს ასობით კილომეტრის სიშორიდან ისვრიან მშვიდობიანი ქალაქებისკენ. დღეს ესენი ჩვენი ქალაქებია, მაგრამ ხვალ, შეიძლება, რომელიმე თქვენგანის ქალაქიც იყოს.

 

კრემლს არ აინტერესებს თქვენი მცდელობები, შედგეს კომუნიკაცია, მას არ ეხება გაერო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ან სხვა ინსტიტუტები, სადაც თქვენ კვლავ ცდილობთ ამ ქვეყნის წარმომადგენლობის შენარჩუნებას. რუსი ჯარისკაცები იქცევიან ისე, როგორც ტერორისტები და ლაჩრები. გაანადგურეს 200-ზე მეტი უკრაინული სკოლა, 34 საავადმყოფო, 1500-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. რუსმა სამხედროებმა 38 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 70-ზე მეტი დაიჭრა. მთლიანობაში, დადასტურებულია, რომ მოკლულია 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 800-ზე მეტი. ეს მონაცემები ნამდვილად არასრულია. მტერმა ნამდვილი გენოციდი მოაწყო უკრაინის წინააღმდეგ.

 

რუსი დამპყრობლები ისვრიან ჰუმანიტარული დერეფნების მიმართულებით, რომლებითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გაქცევას ცდილობენ. ხოცავენ მათ, ვისაც გაშვებას დაჰპირდნენ. ეს არის ომის დანაშაულები. ეს უკრაინისთვის საშინელი მწუხარებაა. და მაინც, შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცები კლავენ ევროპული ქვეყნის მოსახლეობას“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები