spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ალექსი პეტრიაშვილი – ამ აქტში ხალხი და მმართველი რეჟიმი არის გამიჯნული

ივანიშვილმა ძალიან გულწრფელად თქვა, რომ როდესაც საქმე ეხება მის ფულს, ვერავითარი სახელმწიფო ინტერესი გონებაში ადგილს ვერ იკავებს, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილისთვის ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია.

“ივანიშვილი ყოველთვის პირდაპირ და ღიად საუბრობს, რა არის მისთვის მთავარი საზრუნავი. მან ძალიან გულწრფელად თქვა, რომ როდესაც საქმე ეხება მის ფულს, ვერავითარი სახელმწიფო ინტერესი გონებაში ადგილს ვერ იკავებს და ვიდრე არ გადაწყდება მისი ფულის საკითხი, ყველა სხვა თემა მისთვის არის მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელო.

როდესაც ბრიტანეთიდან სანქციები დაემუქრა, სასწრაფო წესით მის მიერვე შექმნილი საკანონმდებლო ბაზით ოფშორული ზონებიდან გადმოიტანა, რაც შეძლო – კაპიტალი, ძვირფასეულობები, ძვირად ღირებული ფერწერული ტილოები.

რაც შეეხება 27 მარტს ჩანიშნულ MEGOBARI act-ს, ამ აქტში არის ორივე კომპონენტი – ხალხი და მმართველი რეჟიმი არის გამიჯნული”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები