რონდელის ფონდის უფროსი მკვლევრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით ქვეყნის ეკონომიკას დიდი ცუნამი დაატყდება.
მისი თქმით, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა მეორე ხარისხოვანია და ამაზე საუბარი აღარ ღირს.
“ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის დასანქცირება მოსალოდნელია. ასეთი პრაქტიკაა, როდესაც შეერთებული შტატები და ინგლისი ტანდემში მოქმედებენ.
შეერთებული შტატებისგან განსხვავებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სერიოზული შფოთვის საფუძველი აქვს ივანიშვილს და მის ბიზნესმენებს, რომლებიც კავშირში არიან მასთან საქმიანობაში. ამასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” შეურაცხყოფილი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ საჯარო მოხელეების მცირე ჯგუფზე მუშაობს, რომლებსაც სწამთ, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი ივანიშვილის სასარგებლოდ შემობრუნდება. ბიზნესმა ძალიან კარგად იცის თუ რა დიდი ცუნამი მოდის ჩვენი ქვეყნის წინაშე ეკონომიკური თვალსაზრისით, თორემ იზოლაციაზე საუბარი აღარ ღირს. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციამ კარი გაიჯახუნა და ერთმანეთთან კოორდინაციაში არ იყვნენ, ძალიან დიდი გულუბრყვილობაა და ეს ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.