spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – ჩვენს თვალწინ რუსეთის მითოლოგიური ძლიერების, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის კიდევ ერთი სიმბოლო ჩამოიმსხვრა

ჩვენს თვალწინ რუსეთის  მითოლოგიური ძლიერების, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის კიდევ ერთი სიმბოლო  ჩამოიმსხვრა, – ამის შესახებ  Front News-ს  “რონდელის ფონდის” მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ განუცხადა. 

 

მისი თქმით, ეს ფაქტი რუსეთისათვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. 

 

“ფაქტია, რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს იყო ტერაქტი და არა სიგარეტის ნამწვის აალება. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული, ძალიან სერიოზული ოპერაცია. 

 

ყირიმის ხიდი  მართლაც იყო  ანექსიის სიმბოლო და ჩვენს თვალწინ რუსეთის  მითოლოგიური ძლიერების, უსაფრთხოების, ხელშეუხებლობის კიდევ ერთი სიმბოლო  ჩამოიმსხვრა, ისეთი დაცული ობიექტიც კი, რომელიც როგორც თვითონ რუსები აცხადებდნენ, რომ ყველა მხრიდან – ციდან, ზღვიდან, ხმელეთიდან დაცული იყო, აღმოჩნდა სრული „ბლეფი“, რეალურად ამ ფაქტმა რუსეთს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ყველა მხრივ, ლოჯისტიკურადაც, პოლიტიკურადაც. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკრაინული შეარაღებული ძალების მოტივაციის კიდევ უფრო ასამაღლებლად, ხოლო პანიკისა და ისტერიკის,  რუსეთის ისედაც დემოტივირებული საოკუპაციო ჯარისთვის“, – განაცხადა პეტრიაშვილმა. 

 

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო პასუხს, მისი თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს იყოს ბირთვული შეტევა. 

 

“ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი არის, მაგრამ უშუალოდ საფრთხე მაინც, მგონია, რომ ძალიან დაბალია. პუტინი შეეხება  რეაქციას, შეიძლება ეს იყოს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ან კიდევ უფრო მასობრივი გახდეს მშვიდობიანი მოქალაქეების, უკრაინის დიდი ქალაქების დაბომბვის მცდელობა, უფრო დიდი სიმძლავრის რაკეტებითაც, რაც ყველაზე რეალურია,  სამწუხაროდ“, – განაცხადა  პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები