spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია და საქმის განხილვა პირველ მაისს ჩაინიშნა.

 

პეტრიაშვილის განცხადებით, მისი დაკავება უკანონო და უსაფუძვლო იყო.

 

“დაკავება აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არსებულ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში არის ასახული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული, ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსაფუძვლო იყო”, –  განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

გუშინ, აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები