ეროვნულ დონეზე გერმანიის მხრიდან სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები შესაძლოა იყოს, როგორც სავიზო, ისე საფინანსო.
“გერმანიის სანქციებში არიან მოსამართლეებიც, უკვე გამოჩნდა პოლიტიკური სახეებიც, ინდივიდებიც. ეროვნულ დონეზე გერმანიის მხრიდან სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნის გამოისობით ევროპულ კავშირში ვერ იქნეს მიღწეული ერთსულოვნება, მაგრამ ეროვნულ დონეებზე ჩვენ ვიხილავთ სანქციების კასკადს, ეს იქნება სავიზო შეზღუდვები თუ ფინანსური შეზღუდვები.
პოლონეთიც, საფრანგეთიც, ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში და სხვა ევროპული ქვეყნების კოალიცია იქნება საკმაოდ მოცულობითი, რომელიც დაადებს სანქციებს ამ კონკრეტულ პირებს”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ.