დღეს გამოჩნდა, რომ უახლოეს არეალშიც კი არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც კი, არათუ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის რაიმე ნიშნები, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა, ეს გაფორმდება, როგორც დონალდ ტრამპის დიდი წარმატება და ძალისხმევა.
“უკრაინა მზად არის, უკრაინა უპირობოდ დათანხმდა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას და ახლა რუსეთმა ისევ პირობები წამოაყენა.
დღეს გამოჩნდა, რომ უახლოეს არეალშიც კი არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც კი, არათუ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის რაიმე ნიშნები.
ბოლო კვლევების მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას და კიდევ უფრო მეტი მიიჩნევს ვლადიმერ პუტინს დიქტატორად. ტრამპი თვითონაა დაინტერესებული, რომ მისი გაცხადებული მიზანი, რომ მშვიდობა დაამყაროს, მოხდეს მის პირობებში. თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მაინც მიაღწევს, ეს გაფორმდება, როგორც დონალდ ტრამპის დიდი წარმატება და ძალისხმევა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.