მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5 000-ლარიანი ჯარიმით, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს სამართალთან კავშირი არ აქვს.
“ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული მორიგი ცირკი იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ ცირკის მსახიობები – შემსრულებლები, შსს-ს ე.წ. წარმომადგენელი ამ როლს უნიჭოდ ასრულებდა. ამ შენობას კი ჰქვია საქალაქო სასამართლო, მაგრამ ამას სამართალთან და სასამართლოსთან არ აქვს საერთო. მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5 000-ლარიანი ჯარიმით”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რონდელის ფონდის მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოართვა.