spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – პრობლემა იმაშია, რომ “ოცნების” ხელისუფლებას ახლა აქვს ერთადერთი ამოცანა, შეინარჩუნოს ძალაუფლება

ევროპის დედაქალაქები, ევროპული კავშირი და ნატო ერთხმად ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ამ კანონების პირობებში, საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლა მოიტანს სწრაფ შებრუნებას ევროატლანტიკური კურსისკენ.

“ევროპის დედაქალაქები, ევროპული კავშირი და ნატო ერთხმად ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ამ კანონების პირობებში, საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს. მოლაპარაკებები შეჩერებულია, ურთიერთობების დონე დაწეულია. ფაქტობრივად, ჩვენს ყველა ძირითად პარტნიორთან ურთიერთობა შემცირებულია და სინამდვილეში, ივანიშვილი არის თავისი გარემოცვით იზოლაციაში და მცდელობა აქვს მას, რომ მთელი ქვეყანა მოაქციოს ამ იზოლაციაში.

სინამდვილეში, პრობლემა იმაშია, რომ “ოცნების” ხელისუფლებას ახლა აქვს ერთადერთი ამოცანა, შეინარჩუნოს ძალაუფლება.

მოქალაქეები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცვლილება, ხელისუფლების შეცვლა მოიტანს სწრაფ შებრუნებას ევროატლანტიკური კურსისკენ”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები