spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – “ქართული ოცნების” ხელისუფლება პრაქტიკულად, აღარ ახსენებს ნატოში გაწევრიანების პრიორიტეტს

“ქართული ოცნების” ხელისუფლება პრაქტიკულად, აღარ საუბრობს და აღარ ახსენებს ნატოში გაწევრიანების პრიორიტეტს, – ამის შესახებ უსაფრთხოების კონფერენციაზე ექსპერტმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოსთანა ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი ნატოს ალიანსია.

 

“ისლანდიის პრეზიდენტი სწორედ იმ გამოწვევებს შეეხო, რომელიც აქვს ჩვენი მასშტაბისა და ზომის ქვეყნებს. რა თქმა უნდა, მათთვის ეს უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილია ნატოს წევრობით და ჩვენთვის სხვა ალტერნატივა გარდა ნატოს წევრობისა, არ არსებობს უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის.

 

“ქართული ოცნების’’ ხელისუფლება პრაქტიკულად, აღარ საუბრობს და აღარ ახსენებს ნატოში გაწევრიანების პრიორიტეტს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა. 

 

თბილისში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. რონდელის ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მთავრობების, ანალიტიკური ცენტრების, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლები საერთაშორისო წესრიგში არსებულ საკითხებს განიხილავენ. კონფერენციას ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ელჩები ესწრებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები