სანქციების მეორე პაკეტი გარდაუვალია. ჰელსინკის კომისია განიხილავს რუსეთის გავლენის მასშტაბებს და რუსეთის ზემოქმედების მასშტაბებს საქართველოში, – ამის შესახებ “დროა” გირჩი – მეტი თავისუფლებას” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-დან პერსონალური სანქციები ფინანსური კუთხითაც იქნება.
“აშშ-ის ისეთი ავტორიტეტული კომისია, როგორიცაა ჰელსინკის კომისია, განიხილავს რუსეთის გავლენის მასშტაბებს და რუსეთის ზემოქმედების მასშტაბებს საქართველოში.
სანქციების მეორე პაკეტი გარდაუვალია. სამწუხაროდ, ეს შეიძლება შეეხოს მთელ რიგ პროექტებს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ხორციელდებოდა აშშ-ის მხრიდან.
პერსონალური სანქციები იქნება, ფინანსურიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ეს უკვე პრაქტიკულად, გადაწყვეტილია”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.